სამოთხე კაპროვანში ნაპოვნია

რამდენჯერ გიოცნებია ისეთ ზღაპრულ ადგილას დაგესვენა, აქამდე მხოლოდ სარეკლამო კლიპებში რომ გინახავს? ალბათ, ბევრჯერ. ვიცი, ისიც გიფიქრია, რომ ასეთი სამოთხე შენგან შორსაა, ძვირია და მიუწვდომელი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ არც ისე ბევრი ვიარე და საოცნებო ზღაპრულ ადგილს შავი ზღვის პირას, გურიაში მივაკვლიე.

მდებარეობა

სასტუმრო „სესილი“ შეკვეთილსა და ურეკს შორის, კაპროვანში ზღვიდან 100 მეტრში მდებარეობს და სრულიად უნიკალური ადგილია როგორც თავისი მდებარეობით, ისე კონცეფციით და ნამდვილად იმსახურებს მშვიდი დასვენების მოყვარულების ყურადღებას.

IMG_3932
©Travelista

წარმოიდგინე, რომ ზღვაში ხარ. ცურვით სასიამოვნოდ დაიღალე და სანაპიროზე ამოდიხარ. პირველი რაც გხვდება, გურიის დიდი სიმდიდრე – მაგნიტური ქვიშაა, რომლის უნიკალურობა საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად სმენიათ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ხშირად სტუმრობენ. სანაპიროს გაივლი თუ არა, იწყება მრავალწლოვანი წიწვოვანი ტყე, სადაც ზღვის იოდით გაჯერებული ჰაერი კიდევ უფრო სასარგებლო ხდება. გადაჭრი გზას და ახლა უკვე ფოთლოვან ტყეს დაინახავ. სწორედ აქ, ამ ბუნებრივ საზღვარზე ოთხი კოპწია კოტეჯი დგას, თითოეული შენი და შენი შვილების კომფორტული დასვენებისთვის გათვლილი, სადაც დაგხვდება ყველაფერი პირადი ნივთების გარდა.

სასტუმრო

„სესილი“ მეოთხე სეზონია ფუნქციონირებს და მოიცავს ოთხ განსხვავებული ტევადობის კოტეჯს. ყველაზე პატარა კოტეჯში (Sesil S) ორი ოთახია, 4 სტუმარზე გათვლილი, ყველაზე დიდში კი (Sesil XL) 6 ოთახია და თავისუფლად შეუძლია დაიტიოს 6-9 ადამიანამდე. თითოეულ კოტეჯს იზოლირებული, მწვანე ეზო აქვს, სადაც შენს განკარგულებაში იქნება შეზლონგები, ბაღის ავეჯი, ორი ველოსიპედი, ბევრი ყვავილი და სუფთა ჰაერი. ასევე სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია, მაყალიც ააგიზგიზო და არომატულ მწვადზე მეზობელი კოტეჯის მაცხოვრებლები დაპატიჟო.

სასტუმრო სესილი XL
©სასტუმრო “სესილი”

ეზო

ეზო “სესილის” მთავარი უპირატესობაა და მის სიკეთეებზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. თუ გყავს ბავშვები, შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ისინი მთელ დღეს სუფთა ჰაერზე, ჩრდილში გაატარებენ, ბევრს ითამაშებენ და იმხიარულებენ ისე, რომ ელექტრონული მოწყობილობები არც კი გაახსენდებათ. მუდმივი თვალყურის დევნებაც არ არის საჭირო, რადგან ეზო შემოღობილი და დაცულია. აქვეა ჰამაკები, უკონკურენტო ადგილი წიგნის წასაკითხად, დასამშვიდებლად და მოსასვენებლად, ხანდახან სოციალურ ქსელებში ჩასაყვინთადაც.

IMG_4013
©Travelista

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შეზლონგები და ველოსიპედი. პირველი იმიტომ, რომ ზღვაზე ყოფნის მე-4 დღეს სანაპიროზე რიტუალური გასვლა მბეზრდება ხოლმე, ეზოში მორთმეული შეზლონგი კი კარგი გამოსავალია. მეორე კი იმიტომ, რომ გამიჩნდა იმედი, რომ “სესილის” ბალახის ხალიჩაზე მაინც შევძლებ, ტრავმის გარეშე ვისწავლო ველოსიპედის მართვა.

ვერანდა და სამზარეულო

ადგილი, რომელიც თავს შეგაყვარებს. ის, რაც თბილისური ბინების უმეტესობაში ასე გვაკლია. ტერიტორია, რომელსაც ვერ მოშორდები. დიდი, ფართო და ფუნქციური, ღამით რომანტიულად განათებული, იდეალური გემრილი სადილისა და ვახშმისთვის, ასევე ფინჯანი ყავით ხელში წარსულის მხიარული ამბების გასახსენებლად. ვერანდაზე სრულფასოვნად აღჭურვილი სამზარეულოა, აქვეა სარეცხის მანქანა. არაფერი დაგჭირდება პროდუქტების გარდა, რასაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ახლოს მდებარე მარკეტში შეიძენ. თუ უკვე მომზადებულის მირთმევას გადაწყვეტ, ესეც მარტივად მოსაგვარებელია: „სესილისგან“ 50 მეტრით დაშორებული სასტუმროს სასადილოში სპეციალური ფასდაკლებით შეგიძლია, ისარგებლო.

20180518_091447
©სასტუმრო “სესილი”

ოთახები

საქართველოში ცხელი ზაფხული იცის, ამიტომ “სესილიში” კონდიცირება დაგხვდება, ასევე კომფორტული აბაზანა და სისუფთავის შესანარჩუნებლად საჭირო ყველა ნივთი, ხოლო იმ შემთხვევისთვის, თუ აბსოლუტურად ყველაფრისგან დასვენება გაქვს გადაწყვეტილი, „სესილის“ დამხმარე პერსონალი დამატებითი ანაზღაურების პირობით კოტეჯის დალაგებასაც უზრუნველყოფს.

მასპინძლები

სასტუმროს არაჩვეულებრივი მენეჯმენტი ჰყავს. იმდენად კარგი, რომ მათგან გულისხმიერების მაგალითი შეგიძლია, აიღო და მათი სახით ნამდვილი მეგობრები შეიძინო. რა უნდა დაგჭირდეს, რომ არ დაგეხმარონ, ყურადღება არ მოგაქციონ?! ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შენი მშვიდი, ოჯახური დასვენება გარანტირებული იყოს და კაპროვანიდან წასულს მხოლოდ კარგი მოგონებები გაგყვეს.

IMG_3999
©Travelista

ჩიტები

ერთ-ერთი კოსმეტიკური რემონტისას, რომელიც „სესილიში“ ყოველ გაზაფხულზე ტარდება, მასპინძლებმა შეამჩნიეს, რომ ჩიტების ოჯახი ვერანდაზე ბუდეს იშენებდა. მას შემდეგ ახალმოსახლეები აქაურობის მთავარი საზრუნავი გახდნენ. მალე ბარტყებიც გამოიჩეკა, რომელთაგან ერთი, ყველაზე სუსტი ბუნების კანონის შესაბამისად ერთ დღესაც სესილის მასპინძლებმა ბუდიდან გადმოგდებული იპოვეს. დასაღუპავად დაენანათ და მშობლებს ისევ უკან ჩაუსვეს, ხოლო მომდევნო გადმოგდებისას რომ ტრავმა არ მიეღო, ბუდის ქვეშ რბილი ღრუბელი დაუფინეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბარტყი ეცემოდა ღრუბელზე, მზრუნველი ადამიანები კი მას ისევ ბუდეში აბრუნებდნენ. მალე ბარტყები გაიზარდნენ, დაფრთიანდნენ, ყველაზე ბოლოს ფრენა იმ სუსტმა ისწავლა, მაგრამ მაინც ისწავლა და ტყეში სხვა ჩიტებს შეურთდა. ალბათ ამიტომ არის, რომ „სესილიში“ სულ სამოთხის ხმები ისმის: ცოტა ზღვის ჩქაფუნი, ცოტა ფოთლების შრიალი და ბევრი ჩიტების ჭიკჭიკი.

“სესილიში” ორი დღე გავატარე და შევძელი, სრულად შემეგრძნო მისი უპირატესობები. ასეთი ჰარმონიული ადგილის პოვნა კი არა, წარმოდგენაც კი გაგიჭირდება. სამოთხე დედამიწაზე არსებობს, ის გურიაში, შეკვეთილთან ახლოს, კაპროვანში მდებარეობს და ამ სამოთხეს სასტუმრო “სესილი” ჰქვია.

და ბოლოს, სრული წარმოდგენის შესაქმნელად უყურე ვიდეოს

დასაჯავშნად: “სესილის” ფეისბუქის გვერდი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Powered by WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: